იზმირის პროვინციის ვიცეგუბერნატორი სუატ ილჰანი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ იზმირის პროვინციის ვიცეგუბერნატორი სუატ ილჰანი დააკავა. ის ფეთჰულა გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე იზმირის ვიცეგუბერნატორს უფლებამოსილება შეუჩერეს. ამჟამად სუატ ილჰანი დაკითვაზე იმყოფება.

თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშითეიმურაზ ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
შემდეგი სტატია“ენგურჰესთან” ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა