“ენგურჰესთან” ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატვითა და სხვადასხვა უწყებების თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობაა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, “ენგურჰესზე” მოეწყობა საბაგირო გზები, გადასახედები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შუშის ლიფტი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილსა და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს შესაბამის კონცეფცია წარუდგინა.

როგორც ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, კონცეფცია ესტონელი ექსპერტების – ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.

სამუშაოები 2017 წელს დაიწყება და პირველი ეტაპი სამ წელიწადში დასრულდება.

“ენგურჰესის” თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.

ეეეე

banner
წინა სტატიაშიიზმირის პროვინციის ვიცეგუბერნატორი სუატ ილჰანი დააკავეს
შემდეგი სტატია“მოსამართლის კანდიდატურა წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი წესით და რაიმე ინდივიდუალურ ჩარევებს ადგილი არ ჰქონია”