თეიმურაზ ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი ახალი მოსამართლე ყავს. უზენაესი სასამართლოს 15 კაციანი პლენუმის სხდომას დღეს 14 წევრი ესწრებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ვენეტაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

პლენუმის მონაწილე 14-ივე წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამრთლეების ორი კვოტა უკვე გამოიყენა პრეზიდენტმა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის კანდიდატურა დაასახელა. პარლამენტს ამ დრომდე არ გამოუყენებია საკუთარი კვოტა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, თავმჯდომარის ჩათვლით, უფლებამოსილების ვადა 30 სექტემბერს ეწურება.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო პლაკატის გამო ქუთაისის მერიის დაცვასა და გოგი წულაიას შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაიზმირის პროვინციის ვიცეგუბერნატორი სუატ ილჰანი დააკავეს