გერმანიაში ნეონაცისტები დააკავეს

გერმანიის ხელისუფლებამ 6 კაციანი ნეონაცისტური ჯგუფის ორი წევრის დაკავებაზე ორდერი გასცა – წერს Spiegel Online .

ჩხრეკა და დაკავებები ექვს ფედერალურ მიწაზე ჩატარდა. რეიდების დროს პოლიციელებმა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ექსტრემისტები ებრაელებზე, ლტოლვილთა ცენტრებზე და პოლიციის ოფისებზე თავდასხმას გეგმავენ. დაკავებულებს, შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წაუყენონ ბრალად.
გერმანიის იუსტიციის მინისტრის ხეიკო მაასის თქმით, ქვეყანაში მომრავლებულია ექსტრემისტული დაჯგუფებები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მექსიკის საზღვარზე კედელი 15 მილიარდი დაუჯდება
შემდეგი სტატია“1339 ლარი სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდს” – სანდრა რულოვსი მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს