“1339 ლარი სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდს” – სანდრა რულოვსი მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულ სანდრა რულოვსს პარლამენტიდან ანაზღაურება დაერიცხა და მან პარლამენტიდან ხელფასიც დაერიცხა და დანამატიც საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სოციალურ ქსელში პასუხობს.
რულოვსი აღნიშნულ ინფორმაციას “სრულ სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს”.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მე მივიღე დეპუტატის ხელფასი და დანამატი. ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! მოგეხსენაბათ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა 2016 წლის 18 ნოემბერს და ამავე დღეს საქართველოს პარლამენტში შევიდა ჩემი პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა მოხდა 2016 წლის 1 დეკემბერს. მოგვიანებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა შეადგინა 1339 ლარი. ჩემი თხოვნით ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ ააიპ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონებავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა გაეშუქებინათ ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის (www.childrenshospice.org.ge)”- წერს სანდრა რულოვსი და გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას აქვეყნებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ნეონაცისტები დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთის ფედერაციისგან ყველაფერია მოსალოდნელი – ცერცვაძე