გერმანიის პოლიციამ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში რეიდი ჩაატარა და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისა და ტერაქტების მომხადების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.
როგორც ბერლინის პოლიცია აცხადებს, დაკავება მოხდა ქვეყნის დედაქალაქსა და ქალაქ ატტენდორნში, დასავლეთ გერმანიაში.
ორივე დაკავებული ალჟირელია. პოლიციის მონაცემებით, ერთ-ერთმა მათგანმა სირიაში სამხედრო წვრთნები გაიარა.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, ჯიჰადისტების მხრიდან საფრთხეები ისევ მაღალია.
სულ რეიდებში 400 პოლიციელი მონაწილეობდა. ჩხრეკა ჩატარდა ბინებში, ოფისებში და ლტოლვლთა ბანაკებში. პოლიცია კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეძებს.