გერმანია მიგრანტებზე 2,5 მილიონ ევროს დახარჯავს

სიერიელ მიგრანტებთან გადაღებული „სელფი

სიერიელ მიგრანტებთან გადაღებული „სელფიგერმანია 2018 წლამდე 2,3 მილიონ ევროს დახარჯავს მიგრანტებზე დახმარების სახით – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს ლონდონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მიმდინარე წელს სირიის კონფლიქტისგან დაზარალებულებს გერმანიამ 1,1 მილიარი ევრო გამოუყო.
გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მიმდინარე წელს სირიელების ჰუმანიტარული დახმარების სახით 8 მილიარდი ევრო გამოუყოს.
სირიის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ კონფერენცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, კუვეითის, ნორვეგიისა და გაეროს მიერ იქნა ორგანიზებული, ლონდონში დღეს გაიხსნა.
დღესვე გაეროში სირიის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებები 25 თებერვლამდე გადაიდო.