გერმანიაში ისლამისტებთან კავშირის გამო ორი ადამიანი დააკვეს

გერმანიაში ბოლო ათწლეულის მანძილზე უპრეცენდენტო გამოძიება დაიწყო

გერმანიის პოლიციამ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში რეიდი ჩაატარა და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირისა და ტერაქტების მომხადების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა.

როგორც ბერლინის პოლიცია აცხადებს, დაკავება მოხდა ქვეყნის დედაქალაქსა და ქალაქ ატტენდორნში, დასავლეთ გერმანიაში.
ორივე დაკავებული ალჟირელია. პოლიციის მონაცემებით, ერთ-ერთმა მათგანმა სირიაში სამხედრო წვრთნები გაიარა.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ჯიჰადისტების მხრიდან საფრთხეები ისევ მაღალია.
სულ რეიდებში 400 პოლიციელი მონაწილეობდა. ჩხრეკა ჩატარდა ბინებში, ოფისებში და ლტოლვლთა ბანაკებში. პოლიცია კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეძებს.

banner
წინა სტატიაშინატომ რუსეთს შვედეთზე ატომური თავდასხვის დაგეგმვაში ბრალი დასდო
შემდეგი სტატიაგერმანია მიგრანტებზე 2,5 მილიონ ევროს დახარჯავს