ერევანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში მონაწილე პირებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა მოხდა

ერევანში სამართალდამცველებსა და იმ შეიარაღებულ პირებს შორის, რომლებსაც პოლიციის განყოფილების შენობა აქვთ დაკავებული, ორმხრივი სროლა მოხდა. სომხური მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელი. დაშავებულთა შორის არიან დაჯგუფების ლიდერი პაველ მანუკიანი და მისი შვილი არამი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორი შეიარაღებული პირი პოლიციას ჩაბარდა.

ამჟამად ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებასთან სროლა შეწყდა. სამართალდამცველები თავდამსხმელებთან მოლაპარაკებებს მართავენ. ვარაუდობენ, რომ შენობაში 25-მდე მებრძოლი რჩება, მათ შორის არიან დაჭრილებიც.

პოლიციასა და შეიარაღებულ პირებს შორის დაპირისპირების შემდეგ, სამართალდაცველებმა 30-მდე ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშითეირანმა საქართველოსთან სომხეთის გავლით გაზის ექსპორტის შესახებ საცდელი ხელშეკრულება გააფორმა
შემდეგი სტატიაNDI-გამოკითხულთა 92% ფასების ზრდისა და ინფლაციის კუთხით ვითარების გაუარესებაზე საუბრობს