NDI-გამოკითხულთა 92% ფასების ზრდისა და ინფლაციის კუთხით ვითარების გაუარესებაზე საუბრობს

NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე: “როგორ შეცვალა მდგომარეობა საქართველოში 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით”-გამოკითხულთა 55% თვლის, რომ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია, 27%-ს მიაჩნია, რომ აღნიშნულ სფეროში ვითარება არ შეცვლილა, 14%-სთვის გაუარესდა, უარი პასუხზე რესპონდენტების 5%-მა განაცხადა.

გამოკითხულთაგან 42% -სთვის სიტყვის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, 39% თვლის რომ არ შეცვლილა, ხოლო 13% მიიჩნევს, რომ გაუარესდა.

ქვეყანაში სამუშაო ადგილების საკითხს მოსახლეობის 55% პრობლემურად მიიჩნევს, მათი აზრით ვითარება გაუარესდა, ვითარება გაუმჯობესდა გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ისთვის, ხოლო 38% თვლის, რომ არ შეცვლილა.

ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ვითარება გაუმჯობესდა გამოკითხულთა მხოლოდ 2%-სთვის, 76%-სთვის ის არ შეცვლილა, 20% კი თვლის, რომ გაუარესდა.

გამოკითხულთა 92% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა ფასების ზრდისა და ინფლაციის კუთხით, ვითარება გაუმჯობესდა მხოლოდ 1%-სთვის, ხოლო იგივე დარჩა 6%-სთვის.

banner
წინა სტატიაშიერევანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში მონაწილე პირებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა მოხდა
შემდეგი სტატიაNDI-გამოკითხული რესპონდენტების 50%-ზე მეტი გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს