თეირანმა საქართველოსთან სომხეთის გავლით გაზის ექსპორტის შესახებ საცდელი ხელშეკრულება გააფორმა

ირანის ნავთობის მინისტრი აცხადებს, რომ თეირანმა საქართველოსთან სომხეთის ტერიტორიის გავლით გაზის ექსპორტის შესახებ საცდელი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ირანული სააგენტოს IRNA იტყობინება.

როგორც სააგენტო წერს, განცხადება ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგენემ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ლევონ იოლიანთან შეხევდრის შემდეგ გააკეთა.

ბიჯან ზანგანეს თქმით, სომხური მხარე თეირანში ირანელი კოლეგების მოწვევით ჩავიდა. მოლაპარაკებების თემას კი საქართველოში გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა წარმოადგენდა.

“რა თქმა უნდა, სომხეთი დიდი მომხმარებელი არ არის, თუმცა შეუძლია, გახსნას მნიშვნელოვანი გზა ირანიდან გაზის ექსპორტისთვის. ამ სფეროში ორ მხარეს შორის შეთანხმება არსებობს”, – განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა.

ზანგანემ ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს 2018 წლისთვის ირანული გზის იმპორტის მოცულობის გაზრდა სურს დღეში ერთიდან სამ მილიონ კუბურ მეტრამდე.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება
შემდეგი სტატიაერევანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში მონაწილე პირებსა და სამართალდამცველებს შორის სროლა მოხდა