ერდოღანის მწვავე რეაქცია აშშ-ს გადაწყვეტილებაზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი განრისხებულია აშშ-ს სამართალდამცავების გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის დროს, თურქეთის საელჩოსთან მომიტინგე ქურთებთან ინციდენტში მონაწილე მისი დაცვის წევრებზე დაპატიმრების ორდერი გასცეს.აცხადებს თურქული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი აპირებს იბრძოლოს აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ, როგორც სამართლებლივი ასევე პოლიტიკური გზებით.
,,როდესაც აშშ-ში ვიზიტად ვიმყოფებოდი, ქურთების ტერორისტული დაჯგუფებისა და გიულენის მომხრეებმა, ჩემი ადგლსამყოფელიდან 50 მეტრში აქცია მოაწყვეს. ამერიკულმა პოლიციამ კი არაფერი გააკეთა ამის აღსაკვეთად. თურქეთში ასეთი რამე ამერიკის პრეზიდენტისთვის რომ მოეწყოთ, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდებოდა? გუშინ მათ 2 ჩვენი თანამოქალაქე დააპატიმრეს და დღეს, ჩემი დაცვის 12 წევრის დაპატიმრების განკარგულება გასცეს. ეს რა კანონია? თუ ჩემმა დაცვამ მე არ დამიცვა, მაშინ რისთვის მიმყავს ისინი ამერიკაში?!,, განაცხადა ერდოღანმა, რომელმაც აშშ-ს სამართალდამცავთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ვაშინგტონის პოლიციის უფროსმა და ქალაქის მერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პოლიციამ, თურქეთის საელჩოსთან მომიტინგეების დარბევის ინციდენტში მონაწილე ერდოღანის დაცვის 12 წევრზე დაპატიმრების ორდერი გასცა და

banner
წინა სტატიაშისამართალი რუსულად: საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 6 წლის ბავშს სიმთვრალე დაუდგინა
შემდეგი სტატიასერბეთმა პრემიერად ლესბოსელი ანა ბრნაბიჩი აირჩია