სამართალი რუსულად: საგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 6 წლის ბავშს სიმთვრალე დაუდგინა

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ბალაშიხას რაიონში, 23 აპრილის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მოზარდს ალექსეი შიმკოს, სასამართლო ექსპირტიზის შედეგად ძლიერი ალკოჰოლური თრობა დაუდგინა.
როგორც გარდაცვლილი მოზარდის მშობლები აცხადებენ, მათი 6 წლის შვილს, ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის მეუღლემ საკუთარი ავტომობილით საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ბაბუასთან ერთად სეირნობიდან დაბრუნების დროს დაარტყა და 10 მეტრის მანძილზე ათრია, რის გამოც ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მშობლების განცხადებით, 31 წლის ოლგა ალისოვა, შეჯახების დროს მანქანას მაღალი სისწრაფით მართავდა და თან ტელეფონზე საუბრობდა.
რუსმა სამართალდამცავებმა გამოძიებისა და სასამართლო ექსპერტიზის შედეგად დაადგინეს, რომ ბავშვს სისხლში 2,7 პრომილი ალკოჰოლი ჰქონდა, რის გამოც მთვრალი თვითონ შეუვარდა ავტომობილს ბორბლებქვეშ.
გარდაცვლილი ალექსეი შიმკოს მშობლები აცხადებენ, რომ გამოძიება და ექსპერტიზა კრიმინალური ავტორიტეტების მიერ მოსყიდულია, რადგან მათი 6 წლის შვილს, რომელსაც ალკოჰოლი არასდროს მიუღია – 2,7 პრომილი ალკოჰოლი სისხლში (ერთი ბოთლი არაყის მიღების ექვივალენტი) რომ ჰქონოდა, ის არამცთუ ეზოში სასეირნოდ გავიდოდა, საერთოდ ადგილიდან ვერ დაიძვრებოდა. მშობლები, სიმართლის დასადგენად, ბავშვის ექსგუმაციას და განმეორებით ექსპერტიზას მოითხოვენ.

 

https://youtu.be/hfIRr436sb8

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ძმას ბრალად ედება მოზარდის გაუპატიურება
შემდეგი სტატიაერდოღანის მწვავე რეაქცია აშშ-ს გადაწყვეტილებაზე