სერბეთმა პრემიერად ლესბოსელი ანა ბრნაბიჩი აირჩია

ევროპის ცენტრში მდებარე სერბთმა, რომელიც დღემდე არც NATO-ს წევრია და არც ევროკავშირის, მისი პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთის მიმართ დაწესებულ ევროკავშირის არც ერთ სანქციას არ უჭერს მხარს და ამ ქვეყანასთან ყველაზე დაახლოებულ ევროპულ სახელმწიფოდ ითვლება, ახალი პრემიერი აირჩია.
პრეზიდენტი ნიკოლიჩმა და მისმა ,,სერბეთის პროგრესულმა პარტიამ,, რომელსაც ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, 15 ივნისს ქვეყნის პრემიერად ყოფილი თვითმმართველობის მინისტრი ანა ბრნაბიჩი აირჩია.
ბრნაბიჩი, რომელმაც 2016 წელს, მინისტრობამდე ცოტა ხნით ადრე თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა, 41 წლის სერბი პოლიტიკოსია, რომელსაც ამეიკული განათლება აქვს მიღებული და პოლიტიკურ საქმიანობამდე კონსალტინგის სფეროში იყო დაკავებული.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსი პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ სერბეთის ახალი მთავრობა და არატრადიციული ორიენტაციის ახალი პრემიერი, რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის, რასაც სერბეთის მმართველ პარტიასა და პუტინის ,,ედინნაია როსსიას,, შორის 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც ამყარებს.

banner
წინა სტატიაშიერდოღანის მწვავე რეაქცია აშშ-ს გადაწყვეტილებაზე
შემდეგი სტატიათურქეთში ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა დაიწყო… (ფოტო-ვიდეო)