ერდოღანი: „რუსეთის ფედერაცია და თურქეთი – გეოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია“

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა რუსეთს თანამშრომლობის აღდგენისკენ მოუწოდა რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად – ამის შესახებ მან ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თურქი გამანადგურებლის რუსულ სუ-24-ზე შეტევის შემდეგ, ანკარამ და მოსკოვმა „მძიმე პერიოდი გადაიტანეს“, ეს ურთიერთობა კი „სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმატებულად ვითარდებოდა, თუმცა, თვითმფრინავის ინციედნტამდე დაიწყო გაფუჭება რუსეთის უკანასკნელ წლებში გატარებული პოლიტიკის გამო“ – განაცხადა ერდორანმა.
მისი თქმით, მიუხედავად სუ-24-თან დაკავშირებული „მოსკოვის ხისტი რეაქციისა“, რეგიონალური პრობლემები ურთიერთთანამშრომლობის სასწრაფო აღდგენას საჭიროებს, რადგანაც „რუსეთის ფედერაცია და თურქეთი – გეოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რაკეტები გაუშვა
შემდეგი სტატიაThe Telegraph : კიმ ჩენ ინი შესაძლოა აშშ-სგან მალულად იღებდეს ჰუმანიტარულ დახმარებას