The Telegraph : კიმ ჩენ ინი შესაძლოა აშშ-სგან მალულად იღებდეს ჰუმანიტარულ დახმარებას

The Telegraph-ის ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციისგან ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს. მათი თქმით, წამლების მიწოდება ტუპერკულოზის ეპიდემიის კონტროლისთვის არის ასჭირო.
„კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ არსებული დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი მედიკამენტებით დატვირთული ტვირთი, რომელიც ტუპერკულოზის თერაპიისათვის არის განკუთვნილი, ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა“ – ნათქვამია კომპანია Yugene Bell Foundation-ის განცხადებაში, რომელიც The Telegraph-ის ჟურნალისტებმა ნახეს.
დაავადება თითქმის დამარცხებულია განვითარებულ ქვეყნებში. ჩრდილოეთ კორეისათვის ის ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს. მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 5% დაავადებულია ტუპერკულოზით. 2015 წელს კი დაახლოებით 5 ათასი ადამიანი დაიღუპა ავადმყოფობისაგან.
Yugene Bell Foundation-ის თქმით, მათ ფხენიანის დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სამხრეთ კორეამ უარი განაცხადა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე: „თუკი სწრაფად არ ვიმოქმედებთ, ჩვენი პაციენტები წამლის მიღებას შეწყვეტენ და მოკვდებიან. მე უფრო დიდ ტრაგედიას ვერ წარმოვიდგენ კორეელი ხალხისთვის, ვიდრე ტუპერკულოზია, ცხადია, ომს თუ არ ჩავთვლით“ – განაცხადა სტივენ ლინტონმა, არასამთავრობოს ხელმძღვანელმა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის კორეას.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ საკუთარ ხალხს მოუწოდა, მზად იყვნენ ფართომასშტაბური შიმშილისათვის.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ფხენიანმა სხვა ქვეყნებს 440 ტონა სამრეწველო დახმარება სთხოვა, თუმცა, თებერვლის მონაცემებით, მხოლოდ 17,6 ტონა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: „რუსეთის ფედერაცია და თურქეთი – გეოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია“
შემდეგი სტატიაევა ბარბაქაძის შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ცენტრი განმარტებას აკეთებს