ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ დღეს, 1 აპრილს, ახლო სიშორის „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვაზე – ამის შესახებ სამხრეთ კორეული სააგენტო „იენხაპი“ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
გაშვება ადგილობრივი დროით 12,45 წუთზე მოხდა სონდოკის დასახლებული პუნქტის მიდამოებში. როგორც იტყობინებიან, რაკეტამ 100 კილომეტრი გაიფრინა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ მესამეჯერ გაუშვა რაკეტა – 29 მარტს ქალაქ ვონსანიდან 200 კილომეტრის სიშორის რაკეტა, 21 მარტს კი ქალაქ ხამხინის რაიონიდან მცირე რადიუსის 5 რაკეტა.

banner
წინა სტატიაშიობამამ და ერდოღანმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დეტალები განიხილეს
შემდეგი სტატიაერდოღანი: „რუსეთის ფედერაცია და თურქეთი – გეოგრაფიისათვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია“