დღეს ინტერნეტი 25 წლის გახდა

დღეს ინტერნეტი 25 წლის გახდა

6623 აგვისტოს მსოფლიო ქსელი 25 წლის გახდა. ზუსტად ამ დღეს ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმოტი ბერნერს-ლიმ მსოფლიოს World Wide Web-ი წარუდგინა.
აღსანიშნავია ის, რომ ინტერნეტის დაბადების დღედ 1991 წლის 6 აგვისტო ითვლება, როცა პირველი ვებ-გვერდი შეიქმნა, თუმცა, მასზე წვდომა 23 აგვისტოს განხორციელდა, როცა გვერდ WWW-ზე შესვლა ყველა მსურველმა შეძლო.
ინტერნეტის პროტოტიპი 1969 წელს შეიქმნა. მაშინ ის ოთხი კომპიუტერისგან შექმნილი ქსელი იყო, მათ მონაცემების გაცვლა შეეძლოთ.

WWW -ზე მუშაობა ბერნერს-ლიმ 1989 წელს დაიწყო. მოგვიანებით კომპანია Mosaic-მა პირველი ბრაუზერი შექმნა Apple Macintosh-ისა და Microsoft Windows-ისთვის, რამაც ინტერნეტი მსოფლიოში პოპულარული გახადა.

დღეს მსოფლიოში ინტერნეტისადმი წვდომა მოსახლეობის 46%-ს აქვს, რაც დაახლოებით 3,4 მილიარდი ადამიანია.

banner
წინა სტატიაში68-ე და 69-ე საარჩევნო ოლქებში შემავალი საარჩევნო უბნების კომისიის წევრთა სკანდალური სია
შემდეგი სტატიამინდია გულუა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს