46 წლის მინდია გულუას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
– პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურების შემდეგ ის რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს – ექიმის სიტყვებს მედია ციტირებს.
რამდენიმე საათის წინ კრასნოდარში, ქართველ ბიზნესმენს, 46 წლის მინდია გულუას თავს დაესხნენ. მას საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლი გაუხსნეს. რუსული მედიის ცნობით, გულუას ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბიზნესმენი დაცვასთან ერთად ჩეკისტების პროსპექტის 42-თან იმყოფებოდა. მოულოდნელად გულუასთან შეიარაღებული უცნობები მივიდნენ და მუცლის არეში ესროლეს. დასისხლიანებული ბიზნესმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.