68-ე და 69-ე საარჩევნო ოლქებში შემავალი საარჩევნო უბნების კომისიის წევრთა სკანდალური სია

ქოცნაცური წინასაარჩევნო
წალენჯიხის 68-ე საარჩევნო ოლქში, 21აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე დაწყებულ კომისიის სხდომაზე 68-ე და 69-ე საარჩევნო ოლქებში შემავალ საარჩევნო უბნების კომისიის წევრები უნდა აერჩიათ. „ამ სხდომაზე კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბებისკენ, რამეთუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მხოლოდ პარტიული და ნათესაური ნიშნით ,,დაინიშნენ“, – ამის შესახებ „თაიმერს“ კონფიდენცალურმა წყარომ აცნობა. მისი თქმით, „უშიშროების სამსახურის მიერ დამტკიცებული სია საარჩევნო ოლქმა ნოტარიული წესით დაამოწმა და ერთი კანდიდატის განცხადება, მისი კომპეტენტურობა და კვალიფიკაციაც კი არც განუხილავთ. გადაწყვეტილება კომისიის ფაქტიურმა თავმჯდომარემ, ქეთო მოსიძემ მიიღო, რომელიც 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ აქტივისტია და რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ოლქში დემოკრატიული არჩევნების ბოლო იმედი, პრაქტიკულად, დაასამარა,“ – აცხადებს „თაიმერის“ წყარო წალენჯიხაში მიმდინარე წინასაარჩევნო მარათონის დეტალებზე საუბრისას, რომელმაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დამტკიცებული სიაც მოგავწოდა: 

1. აზა ჯოლოხავა – თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას დეიდა, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინპექციის უფროსი ალექსი ბაძაღუას დედა – ცნობისათვის, ეს ის ალექსი ბაძაღუაა რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ატერორებდა სამეგრელოს რეგიონში საკრებულოს თავმჯდომარეებს და გამგებლებს, აიძულებდა მათ დაეტოვებინათ თანამდებობები დაპატიმრების მუქარით.
2. დემურ გახარია – ჩხოროწყუს სუსის უფროსის გოჩა ყალიჩავას სიძე (დის ქმარი).
3. შორენა ლემონჯავა – ჩხოროწყუს სოციალური სამსახურის უფროსის, პაატა სორდიას დედა.
4. მამუკა ხორავა – ჩხოროწყუს სოციალური სამსახურის სპეციალისტი.
5. გიზო ჩიქოვანი – ჩხოროწყუს სოციალური სამსახურის სპეციალისტი რომელიც ცნობილია იმით, რომ სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას.
6. მაია გერსამია – საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ცოლი.
7. ხათუნა ბაგათელია – საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლის ცოლი.
8. ლეილა გოგუა – დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე.
9. მზევინარ ლათათია – ” ქართული ოცნების” ჩხოროწყუს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის დედა.
10. დიანა წურწუმია – საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლე.
11. იამზე ბელქანია – გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის, ლევან პაპასკირის მეუღლე.
12. ნანა ოთხოზორია – ჩხოროწყუს გამგებლის, დავით გოგუას მამიდაშვილის ცოლი.
13. ბელა ჯალაღონია – სოფლის რწმუნებულის რძალი, ძმის ცოლი.
14. ლანა გამსახურდია – ბაღების გაერთიანების უფროსის შვილი.
15. ირაკლი ძაძამია – ქეთო მოსიძის, წალენჯიხის ოლქის ფაქტიური თავმჯდომარის შვილი.
16. რეზო ჭარაია – “ქართული ოცნების” კოორდინატორი 2012 წლიდან დღემდე.
17. იამზე ფიფია – “ქართული ოცნების” აქტივისტი 2012–2014 წლებში.
18. მედეა სოსელია – ჯვარის რწმუნებულის, სტავრო ჭანტურიას რძალი.
19. გიგა ფიფია – ” ქართული ოცნების” კოორდინატორი.
20. გიორგი ჭანია – ” ქართული ოცნების” აქტივისტი.
21. სოფიკო სონგულია – ობუჯის რწმუნებულის აპარატის თანამშრომლის მეუღლე.
22. ინგა ჭითაშვილი – წალენჯიხის გამგეობის პრეს-სამსახურის უფროსის მეუღლე.
23. დალი ზარქუა – “ქართული ოცნების” აქტივისტი.
24. იზა ბებია – წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსის მძღოლის მეუღლე.

როგორც წყარო “თაიმერთან” აზუსტებს, სიის შედგენაში აქტიურად მონაწილეობდა წალენჯიხის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია და მისი მეუღლე,  სუს-ის წარმომადგენელი ბესო კვარაცხელია.
აღნიშნულ სიაში 60-ზე მეტი სკოლის მასწავლებელი, 20-ზე მეტი საბავშვო ბაღის ამღზრდელი და 5 სკოლის დირექტორია.
წყაროს თქმით, იგივე პრინციპითაა არჩეული კომისიის წევრების 90%-ზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიაგვისტოში საფრანგეთში ტერაქტების მომზადების ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიადღეს ინტერნეტი 25 წლის გახდა