ცხინვალის რეჟიმი 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს დე-ფაქტო საზღვარს ჩაკეტავს

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს დე-ფაქტო საზღვარი ჩაიკეტება. როგორც ადგილობრივი სააგენტო “სპუტნიკ-ოსეტია” იტყობინება, ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ედუარდ ჯაბიევმა დე-ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე განაცხადა. “გეგმის თანახმად, 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე, 09:00-დან 21:00-მდე საზღვრის დროებითი გადაკვეთის ადგილებში მოქალაქეების გატარება არ განხორციელდება”, – განაცხადა ჯაბიევმა. თავის მხრივ, მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ აღნიშნული ზომა დღესასწაულების პერიოდში აუცილებელია და გადაწყვეტილება “საქართველოს ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა ყოფნის შესახებ” ინფორმაციას უკავშირდება. “მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება ისევ მძიმეა. რუსეთი გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საჭირო ზომებს კვლავ იღებს და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” წარმატებულ ბრძოლას ახორციელებს. ჩვენი რესპუბლიკის უშიშროების სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყონ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები იმყოფებიან”, – განაცხადა თიბილოვმა. მანამდე, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საახალწლო დღესასწაულების პერიოდში “ისლამური სახელმწიფოს” წევრები ე.წ. საზღვარზე პროვოკაციებს გეგმავენ.

banner
წინა სტატიაში“საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას დახვეწა სჭირდება”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს – ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში