“საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას დახვეწა სჭირდება”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვრიკაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელები უნდა იყოს გამოყენებული.

კვირიკაშვილის თქმით, ჯანდაცვის რეფორმა უნდა გაგრძელდეს და მოხდეს მისი დახვეწა.

“საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ არის იდეალური, სჭირდება დახვეწა, საჭიროებაზე ორიენტირებული, დიფერენცირებული უნდა გახდეს და უნდა იყოს გამოყენებული საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელები. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ამ სულისკვეთებას, რეფორმის დახვეწის თვალსაზრისით. ამ რეფორმამ უდიდესი ცვლილება მოიტანა ჩვენი მოსახლეობის ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. რეფორმა გასაგრძელებელია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სადაც შესაძლებელია, სახელმწიფომ სწორი მიმართულებები მისცეს რეფორმას მოხდეს მისი დახვეწა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ენა როგორ გიბრუნდებათ „ქართუ ბანკზე“ რომ საუბრობთ“
შემდეგი სტატიაცხინვალის რეჟიმი 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს დე-ფაქტო საზღვარს ჩაკეტავს