გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს – ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში

news
ავტ.: news დეკემბერი 29, 2015 17:55

გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს – ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა

სხვა სტატიები

ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი განწყობა მომავალი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. “მინდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება ერთად ავაშენოთ უფრო კარგი ქვეყანა, დაგიდასტუროთ ჩემი სურვილი, რომ სამუშაო ვითარებაში კონსტრუქციულად განვიხილოთ საკითხები. ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში. მე მგონი ორდღიანი გამოსვლის შედეგად, თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ ჩემი ეს სურვილი. ვეცდები და ვთხოვ ჩემს თანაგუნდელებსაც, საქმით დავადასტუროთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი საზოგადოების გამთლიანების. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ გახლეჩილები. ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, უნდა შევქმნათ უფრო მეტი სტაბილურობის შეგრძნება. ადამიანებმა უნდა იფიქრონ მომავალზე და არა წარსულზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. სიტყვის დასასრულს პრემიერობის კანდიდატმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა, მათ შორის ოპონენტებს. “დიდი მადლობა თუნდაც თქვენი კრიტიკული დამოკიდებულებისთვის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news დეკემბერი 29, 2015 17:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics