დიდ ბრიტანეთში ზღვამ გიგანტური მილები გამორიყა

დიდ ბრიტანეთში ზღვამ დიდი ზომის მილები გამორიყა. ინციდენტი ნორფოლკის სანაპიროზე მოხდა. მილსადენების დიამეტრი ორი მეტრია, სიგრძე კი, 100 მეტრს აღწევს.

ოფიციალური პირების განცხადებით, აღმოჩენილი მილები ნორვეგიული წარმოებისაა და პლასტიკისგანაა დამზადებული. მათივე მტკიცებით, არ არსებობს დაბინძურების საფრთხეც, რადგან ისინი ახლებია და ალჟირში დაწყებული უმსხვილესი პროექტისთვის იყო განკუთვნილი.

ბრიტანეთის გარემოს დაცვის უწყება მილებს ნორვეგიის ქარხანას დაუბრუნებს.

banner
წინა სტატიაშიმწვადების საქმე – რომან გოცირიძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაუჩვეულო სტიქია – გრენლანდიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ