უჩვეულო სტიქია – გრენლანდიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ

გრენლანდიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლმა გრენლანდიის სიდიდით მეორე ქალაქის მახლობლად, რამდენიმე ჰექტარი უკვე გაანადგურა. ხანძარი 31 ივლისს გაჩნდა და მის ჩაქრობას მაშველები ვერტმფრენების დახმარებით, უშედეგოდ ცდილობენ.

გრენლანდიაში ტყის ხანძარი უჩვეულო მოვლენაა. სტიქიას სპეციალისტები სიცხეებს უკავშირებენ. სამაშველო სამსახური NASA-ს სატელიტით გადაღებულ კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ამ ხანძარმა თავისი მასშტაბით რეკორდი მოხსნა.

banner
წინა სტატიაშიდიდ ბრიტანეთში ზღვამ გიგანტური მილები გამორიყა
შემდეგი სტატიაპატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ოლეგ ფაცაციასა და მალხაზ ღვინიაშვილს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა