მწვადების საქმე – რომან გოცირიძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 11, 2017 13:45

მწვადების საქმე – რომან გოცირიძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

მნიშვნელოვანი

  • რაც უხარისხოა, ყველაფერი ცუდი როდია. ვერ გაუძლო ბაწარმა! ”- წერს საპარალამენტო ფარაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე

სხვა სტატიები

საპარალამენტო ფარაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე სოციალური ქსელით მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო სახსრების უმიზნო ხარჯვაზე საუბრობს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ,,თაიმერი” აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

”ქართული ოცნების მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესზე, რომელიც ”მწვადების საქმით” არის ცნობილი, დამატებითი დეტალები გამოვლინდა. გამოძიების მიერ შემუშავებული კომპიუტერული ალგორითმის მეშვეობით დადგინდა, რომ მათ მიერ ბიუჯეტის ხარჯზე შეჭმული თითოეული მწვადის ფასი ყველა რესტორანში, რეგიონში იქნებოდა ეს თუ დედაქალაქში, ზუსტად 41-ჯერ აღემატებოდა მის რეალურ ღირებულებას.
არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ეს არა მხოლოდ ფულის მითვისების მიზნით ხდებოდა, არამედ მას სიმბოლური, რიტუალური დატვირთვაც ჰქონდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში გავრცელებულ იმ ეჭვს, რომ ოცნების ხელმძღვანელობა ფარულად იყო დაკავშირებული ახლახან გამოვლენილ ანტისახელმწიფოებრივ სატანისტურ დაჯგუფებასთან, სახელწოდებით ”სეკულარიზმი არა კვახი”. როგორც უკვე ვიცით, კვახი ჰელოუინის ატრიბუტიდან ჰქონდათ აღებული.
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ ე. წ. მწვადების საქმე პოლიტიკური შურისძიებაა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული ”პიჯაკების საქმის”, ”ვენოკების საქმის” და სხვა კურიოზულად შეთითხნილი საქმეების გამო. მათ მიერ მოყვანილი არგუმენტი, რომ ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ და ამჟამინდელმა მაღალჩინოსანმა, რომან გოცირიძემ ”კოსტუმების საქმის” განხილვისას საქალაქო სასამართლოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაიმუქრა- ”მწვადებს დაგითვლითო”, იყო წამოცდენა. ამ სიტყვების ავტორი მას 40 გრადუსიან სიცხეს აბრალებს, რომელიც სინამდვილეში 41 გრადუსი იყო და რაც ქართული ქართული ოცნების მთავრობამ შეგნებულად დაუმალა მოსახლეობას ამ საკრალური რიცხვის კიდევ უფრო მეტად დისკრედიტაციისაგან დასაცავად.
მწვადების საქმის მორიგი სასამართო სხდომა მომავალ კვირს დაინიშნა ( და არა ჩაინიშნა, როგორც ამბობენ ხოლმე მოსამართლეები კნინობითი ფორმით).
არც მანამდე მოვიწყენთ. საყდრისის საქმეზე მოსალოდნელია მოწმეების მიერ მისი შემკვეთის დასახელება.
მადლობა ღმერთს, შემსრულებლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.
რაც უხარისხოა, ყველაფერი ცუდი როდია. ვერ გაუძლო ბაწარმა! ”- წერს საპარალამენტო ფარაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 11, 2017 13:45