ბერლინის რეაქცია ტრამპის სიტყვებზე ქვეყნის “უზარმაზარ ვალზე” ნატოსა და აშშ-ს წინაშე

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა აშშ-ს პრეზიენტს დონალდ ტრამპს უპასუხა მის გუშინდელ სიტყვებზე, რომ გერმანიას აშშ-სა და ნატოს წინაშე უზარმაზარი ვალი აქვს, რომელიც უნდა დააბრუნოს. “ნატოში მევალეების რიცხვს ვერ დაითვლი” – სააგენტო DNA მინისტრის სიტყვებს ციტირებს.
არაოფიციალურად, ნატოს წევრმა ქვეყანამ ალიანსში მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა გადაიხადოს, რასაც აშშ და დიდი ბრიტანეთი აკეთებდა მხოლოდ. ამასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი თვლის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ალიანსში ფინანსური ვალდებულეებბი უნდა შეასრულონ. მიმდინარე მომენტში ნატოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების 70%-ს აშშ ფარავს.
ფონ დერ ლიაიენის თქმით, თავდაცვით ბიუჯეტში უნდა ჩაითვალოს სამშვიდოებო მისიების დაფინანსება და ასევე, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის მისიები, რომელიც ალიანსის მანდატით ხორციელდება, ასევე, სხავადსხვა ჰუმანიტარული პროგრამები.

გერმანიამ აშშ-ს და ნატოს ბევრი ფული უნდა დაუბრუნოს – დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა. “რასაც არ უნდა ამბობდნენ მოგონილი ნიუსები, მე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან”. მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა დაამატა, რომ გერმანიას აშშ-ს და ნატოს ვალი აქვს, რომელიც უნდა დააბრუნოს.
შეგახსნებთ, რომ გუშინ, 17 მარტს გაიმართა მერკელი-ტრამპის შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა ძლიერი სარაკეტო ძრავი გამოსცადა
შემდეგი სტატიასიენენი:ტრამპმა ირლანდიური ანდაზა ნიგერიელი პოეტის ლექსში აურია