სიენენი:ტრამპმა ირლანდიური ანდაზა ნიგერიელი პოეტის ლექსში აურია

“ირლანდიური ანდაზა”, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ციტატად მოიყვანა, ნიგერიელი პოეტ-მოყვარულის ალბაშერ ალჰასანის ლექსიდან ნაწყვეტი აღმოჩნდა – “სიენენი” ავრცელებს.
თავის გამოსვლაში ტრამპმა ირლანდიური ანდაზა ახსენა: “ყოველთვის დაივიწყე ისინი, ვინც არ გიერთგულა, მაგრამ ყოველთვის დაიმახსოვრე ისინი, ვინც შენთან დარჩნენ”. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა დაწერეს, რომ მათ არ იცოდნენ მსგავსი გამონათქვამის შესახებ, და რომ მსგავსი სახალხო სიბრძნე მათ არასდროს გაუგიათ.
ნიგერიელმა პოეტმა ალჰასანმა თქვა, რომ ციტატა მისი ლექსიდან არის აღებული, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ დაწერა და გამოაქვეყნა საიტზე PoemHunter. მას შემდეგ, რაც ტრამპმა მისი ციტატა მოიყვანა, პოეტი იმაზე დაფიქრდა, რომ არასწორად აირჩია ცხოვრების გზა – ახლა ის ბანკში მუშაობს. “თურმე ლექსები უნდა მეწერა” – ამბობს ალჰასანი.

banner
წინა სტატიაშიბერლინის რეაქცია ტრამპის სიტყვებზე ქვეყნის “უზარმაზარ ვალზე” ნატოსა და აშშ-ს წინაშე
შემდეგი სტატიატრამპმა პუტინს “კერკეტი კაკალი” უწოდა