ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის ტერატქებში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი დააკავა.

31 წლის მამაკაცი გუშინ, ბრიუსელის სკარბეკის რაიონში დააკავეს. პოლიცია მხოლოდ მის სახელს ავრცლლებს. სამართალდამცავთა განცხადებით, დაკავებული პირის სახელია ალი. მამაკაცი ეჭვმიტანილია მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში. სავარაუდოდ, ის ბრიუსელში 22 მარტს განხორციელებული თავდასხმების მეათე მონაწილეა. 22 მარტს, ბრიუსელში ზავენტამის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს 31 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია ხვალ იმსჯელებს
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე: პრეზიდენტი მიიჩნევს აღნიშნული სასამართლო პროცესი დაწყების დღიდან იყო პოლიტიზირებული