ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმას აპირებდნენ – Reuters-ი ბელგიის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. “ისინი, ასევე სირიასა და ლიბიაში აგზავნიდნენ ხალხს” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს ბელგიის უშიშროების სამსახურის შეფმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი ტერაქტებია მოსალოდნელი.
22 მარტს ბელგიაში ტერაქტების სერია მოხდა, რასაც 35 ადამიანი შეეწირა და 350 დაშავდა.