ბელგიაში ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

ბელგიაში ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს

belgiaბელგიის ქალაქ ანტვერპენში, სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე თავდასხმას აპირებდნენ – Reuters-ი ბელგიის პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. “ისინი, ასევე სირიასა და ლიბიაში აგზავნიდნენ ხალხს” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს ბელგიის უშიშროების სამსახურის შეფმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი ტერაქტებია მოსალოდნელი.

22 მარტს ბელგიაში ტერაქტების სერია მოხდა, რასაც 35 ადამიანი შეეწირა და 350 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ოდესის გუბერნიის ფასადზე სავჩენკოს პორტრეტი კიდია