თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

tsu1_2თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს ბოლო დღეებში უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს.

მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და აგრესიული მეთოდებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უცხო და მიუღებელია საუნივერსიტეტო გარემოსათვის. 2016 წლის 25 მაისს სტუდენტთა ერთი ჯგუფის მიერ უნივერსიტეტის რამდენიმე ოთახის ძალისმიერი მეთოდებით დაკავება არამართლზომიერია და ხელს უშლის უნივერსიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ მათ მიერ თვითნებურად დაკავებული ოთახები და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბელგიაში ტერაქტების მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს