ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამამ, ქვეყნის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათ სანერვიულო არ აქვთ, რადგან ქვეყნის სპეცსაპსახურები ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზადყოფნაში არიან.
მისი თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურს არავითარი სარწმუნო ცნობა არ მიუღიათ, რომ პარიზის საზარელი 13 ნოემბერი აშშ-ში განმეორდეს.
„ჩვენ ყველა წინასწარ ზომას ვიღებთ, რათა ჩვენს სამშობლოში სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები მზადყოფნაში არიან“ – განცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ობამას თქმით, ამერიკა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების დასამარცხებლად ბოლომდე იბრძოლებს , მნიშვნელობა არ აქვს სადაც არ უნდა დაიმალონ ისინი.
მისი თქმით, 9/11-ის ტრაგედიამ აშშ-ს საგანგებო ზომებისა და უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება ასწავლა.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ყველა შესაძლო ძალისხმევა და უსაფრთხოების პროცედურების მონიტორინგი.