აზერბაიჯანის პროკურატურა – ოპოზიციას და არასამთავრობოებს ემუქრება

აზერბაიჯანის პროკურატურა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს და მათი დასჯით იმუქრება.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის ზაქირ გარალოვის განცხადებით, რომელმაც ფინანსური გამჭვირვალეობის ეტალონად მმართველი პარტია ,ენი აზერბაიჯანი,, მოიყვანა, პროკურატურა უკვე დგამს სერიოზულ ნაბიჯებს რათა ოპოზიცია და არასამთავრობოები კანონის დაცვაზე ,,აიძულოს,, მისივე განცხადებით, ,,ოპოზიციად წოდებულმა ბევრმა პარტიამ, რომლებიც კანონმდებლობას არღვევენ, სახელმწიფო რეგისტრაცია ვერ გაიარა,,
გარალოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა დაიხვეწა და ამიერიდან ყველა პარტიას ცეესკო-ში დეკლარაციების ჩაბარება მოუწევს, ხოლო არასამთავრობოებს ფინასთა სამინისტრო შეუმოწმებს გრანტების ხარჯვას.
,,ზოგიერთები კანონის დაცვას მოითხოვენ და თვითონ უკანონო გრანტების კორუფციაში არიან ჩაფლული… მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ ფინანსური სახრსრებს გამოვავლენთ და წყაროებს დავადგენთ. დადგა დრო, რომ ამ სტრუქტურების ფინასების ფართომასშტაბიანი შემოწმება მოხდეს და წყაროები გამოვლინდეს,, განაცხადა გარალოვმა.

banner
წინა სტატიაშისომხეთის ხელისუფლება მომავალ პრეზიდენტად გაგიკ არითუნიანს ამზადებს
შემდეგი სტატიაადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით კახეთში „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ ტრენინგი დაიწყო