ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით კახეთში „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ ტრენინგი დაიწყო

7 ივნისს ორგანიზაციამ „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ კახეთში დაიწყო პროექტი „თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევანი“, რომელშიც ჯამში 29 პოლიტიკური პარტიის წარგზავნილი 140 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სათანადო ცოდნით აღჭურვა ტრენინგების მეშვეობით და საარჩევნო პროცესების მედია მხარდაჭერა ტელე-რადიო გადაცემათა ციკლის მომზადების გზით, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელის შმაგი ჩოხელის განცხადებით, პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სათანადო ცოდნით აღჭურვა ტრენინგების მეშვეობით და საარჩევნო პროცესების მედია მხარდაჭერა ტელე-რადიო გადაცემათა ციკლის მომზადების გზით, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ.
ტრენინგი სასტუმრო „შატო ყვარელში“ გაიხსნა და პირველ დღეს მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არსი, ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობა, მსგავს არჩევნებზე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. საერთო ჯამში, ტრენინგები კახეთის ოთხ ქალაქში: ახმეტაში, ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში ჩატარდება.
პროექტის დონორია „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი“, ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერი – მედიაჰოლდინგი „აფხაზეთის ხმა“.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის პროკურატურა – ოპოზიციას და არასამთავრობოებს ემუქრება
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ “კანონიერ ქურდს” კანონიერი ქურდობის ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა