სომხეთის ხელისუფლება მომავალ პრეზიდენტად გაგიკ არითუნიანს ამზადებს

სომხური გაზეთ ,,ჟამანაკის,, ინფორმაციით, სომხეთის ხელისუფლება ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად გაგიკ არითუნიანის კანდიდატურას განიხილავს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც 2018 სომხეთში განხორციელდება საკონსტიტუციო რეფორმა და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავა, სომხეთის დღევანდელი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დიდი ალბათობით ქვეყნის პრემიერი გახდება,რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტს, რომელსაც ახალ კონსტიტუციით პარლამენტი აირჩევს, ამ პოსტზე გაზეთის ინფორმაციით, თავად სერჟ სარგსიანი, დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის – გაგიკ არითუნიანის კანდიდატურას განიხილავს.
სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრი (1990-1991 წწ) გაგიკ არითუნიანი, გამოცემის ცნობით, ყველა სომხური დიაპორისთვის პატივსაცემ ადამიანადა და ყველაზე ნაკლებად დისკრედიტირებულ სომეხ ჩინოვნიკად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ლაფერაშვილი ნოდარ მელაძემ შეცვალა
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის პროკურატურა – ოპოზიციას და არასამთავრობოებს ემუქრება