14 ათასზე მეტმა ამერიკელმა ხელი მოაწერა პეტიციას, სადაც ისინი მოითხოვენ დაისაჯონ ბავშვის მშობლები, რომელიც ვოლიერში ჩავარდა და რომლის შემდეგაც ზოოპარკის ადმინისტრაციამ გორილა მოკლა – შემთხვევა ორი დღის წინ აშშ-ში, ცინცინატის ზოოპარკში მოხდა.
“ჩვენ, ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ ბავშვის მშობლები პასუხსმგებლობაში მიეცნენ გულგრილობისათვის, რომელმაც ხარამბას (გორილას სახელ-რედ) გამოიწვია. მოვითხოვთ, შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ ბავშვის ოჯახის მდგომარეობა, რომ ის და მისი ძმები დაცული იყვნენ მშობლების მომავალი გულგრილობისგან, რომელმაც შესაძლებელია სხეულის მძიმე დაზიანება ან სიკვდილი გამოიწვიოს” – ნათქვამია პეტიციაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ცინცინატის ზოოპარკის (ოჰაიოს შტატი) თანამშრომლებმა გორილა მოკლეს, რომელიც ვოლიერში შემთხვევით ჩავარდნილ 3 წლის ბავშვს 10 წუთის მანძილზე ათრევდა.
ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება.
https://youtu.be/ZS-FzneowNg