აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს

66აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ერევანში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.

“მადლობა თქვენი მოთხოვნისთვის. ჩვენ იმ შემთხვევისთვის დაგიკავშირდებით, თუკი შევძლებთ ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას ” – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ელიზაბეტ ტრიუდო იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუსეთის მოქალაქე სერეგი მირონოვი, რომელიც იარაღის ვაჭრობაში და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, ერევანში აშშ-ს მოთხოვნით დააკავეს.
მირონოვი და მისი ცოლი, რომლებიც მოსკოვიდან ერევანში ჩაფრინდნენ, აეროპორტში დააკავა სომხეთის უშიშროების სამსახურმა – ამბობს ადვოკატი კარენ ნერსესიანი. იურისტმა დაამატა, რომ მირონოვს საიდუმლო ტექნოლოგიებამდე წვდომა არა აქვს და ერთ-ერთ კომპანიაში ჩვეულებრივ პროგრამისტად მუშაობს.
პროგრამისტს აშშ-ში ექსტრადაცია ემუქრება – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშითურქმა სამხედროებმა სირიაში პირველი დანაკარგი განიცადეს
შემდეგი სტატიამოსკოვში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყველა 25 წლამდე გოგონაა