მოსკოვში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყველა 25 წლამდე გოგონაა

მოსკოვში ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყველა 25 წლამდე გოგონაა

9მოსკოვში ხანძრის დროს დაღუპულებიდან ყველა 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდა ქალბატონია -ამის შესახებ ინფორმაციას  ორგანიზაცია “ყირგიზ ბირიმდიგის” წარმომადგენელი აბდიგან შარიკოვი ავრცელებს.

ხანძარი დღეს მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ქალაქის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, ხანძარი ერთ-ერთი ჭაღის გაუმართაობამ გამოიწვია.
“საწყობის იმ ნაწილში, სადაც დიდი რაოდენობის აალებადი სითხე და ქაღალდის პროდუქცია იდო, ხანძარი ჭაღიდან გაჩნდა. ხანძრის მიზეზი თითქმის 100%-ით დადგენილია” – ამბობენ ქალაქის ადმინისტრაციაში.
დაღუპულთაგან ერთი რუსეთის მოქალაქეა, დანარჩენები – ყირგიზეთის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს
შემდეგი სტატიააუქციონზე პოლ მაკარტნის დემო ჩანაწერი 19 ათასად ფუნტ სტერლინგად გაიყიდა