თურქმა სამხედროებმა სირიაში პირველი დანაკარგი განიცადეს

თურქმა სამხედროებმა სირიაში პირველი დანაკარგი განიცადეს

333 სირიაში სამხედრო ოპერაცის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა -ამის შესახებ CNN Turk-ი იტყობინება. ინციდენტი ჯერაბლუსის მიდამოებში მოხდა. თურქ სამხედროებს ქურთმა მეომრებმა გაუხსნეს ცეცხლი.
როგორც ადრე “თაიმერი” “ბიბისიზე” დაყრდნობით იუწყებოდა, ჩრდილოეთ სირიაში ქურთმა ბოევიკებმა სამხედრო დაჯგუფებიდან “ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო”, თურქების სატანკო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც თელ-ამარნას დასახლებული პუნქტისკენ მიემართებოდა.
დღესვე, ქურთების თავდასხმამდე თურქულმა არტილერიამ და საჰაერო სამხედრო ძალებმა ტელ-ამარნეში მოქმედი ბოევიკები დაცხრილეს, რომლის შედეგადაც მშვიდობიან მოქალაქეებშიც არის მსხვერპლი -ინფორმაციას ამის შესახებ ქურთული სააგენტო Firat-ი ავრცელებს.
თელ-ამარნა ჯარაბლუსიდან, რომელსაც 24 აგვისტოდან თურქები აკონტროლებენ, 8 კილომეტრში მდებარეობს.
Hurriyet Daily News-ის ცნობით, ანკარას ოპერაციაში სირიაში “ევფრატის ფარი”, 200 სამხედრო მოსამსახურე და 150 სპეცრაზმელი მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში ჩამოვარდა სამშენებლო ამწე, რომელზეც მუშები იმყოფებოდნენ
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს