აშშ-ს მთავრობამ ერდოღანის დაცვა გააკრიტიკა

ერდორანმა პუტინს ბოდიში მოუხადა

ვაშინგტონში, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ერდოღანი იმყოფება, პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ჟურნალისტებთან და აქტივისტებტან შეხლა-შემოხლა მოაწყვეს – აქტივისტები ერდოღანის პრესისადმი დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტმა მომხდართან დაკავშირებით დაცვის წევრებისადმი პრეტენზია გამოთქვა.
მომხდარის კომენტირებისას, უწყების წარმომადგენელმა, ელიზაბეტ ტრიუდომ განაცხადა, რომ „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა დაუშვებელია“.
„ჩვენ ვნახეთ თუქრი დაცვის წევრებსა და საპროტესო აქციის მონაწილეებს შორის კონფრონტაციის შესახებ შეტყობინება. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას და მშვიდობიან პროტესტს. მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალადობა აბსოლუტურად დაუშვებელია“ – აღნიშნა ტრიუდომ.
ინციდენტი ბრუკინგსის ინსტიტუტში მოხდა, სადაც პრეზიდენტი ერდორანი სიტყვით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიობამამ და პოროშენკომ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიაპოროშენკომ პან გი მუნი ჩერნობილის წლისთავზე დაპატიჟა