პოროშენკომ პან გი მუნი ჩერნობილის წლისთავზე დაპატიჟა

გაერომ ევროპას მოუწოდა მიგრანტების მისაღებად საჭირო ყველა ზომა მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროსენკომ ატომური უსაფრთხოების სამიტზე, ვაშინგტონში, გაეროს გენერალურ მდივანთან, პან გი მუნთან მოლაპარაკებები გამართა და ის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 30 წლისთავის ღონისძიებაზე დაპატიჟა.
გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პან გი მუნი დაპატიჟებას განიხილავს.
„როცა გენერალური მდივანი მიიღებს მოწვევას, ის მას განიხილავს. გაერო რეგულარულად აღნიშნავს ჩელიაბინსკის კატასტროფის წლისთავს. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით“ – განაცხადა დიუჟარიკმა.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახური აღნიშნავს, მუნმა და პოროშენკომ ასევე სავჩენკოზე და მინსკის ხელშეკრულების დაცვაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მთავრობამ ერდოღანის დაცვა გააკრიტიკა
შემდეგი სტატიამინდა დავაფიქსირო პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ – ავრამოპულოსი