ობამამ და პოროშენკომ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს

ობამამ და პოროშენკომ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს

აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტები ატომური უსაფრთხოების სამიტზე კულუარებში შეხვდნენ ერთმანეთს. ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფოს მეთაურებმა კიევში სტაბილური მთავრობის შექმნის პერსპექტივები განიხილეს.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უნდა „შეძლოს რეფორმების განხორციელება, იმის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია უკრაინის მსოფლიო ბანკისადმი არსებული ვალდებულებების შესასრულებლად“. აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო ეკონომიკური დახმარების მისაღებად ბლოკის მოსახსნელად“.
„ქვეყნის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე სრულად უნდა შესრულდეს მინსკის ხელსეკრულება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასარეგულირებლად და დონბასში უკრაინის სუვერენიტეტის აღსადგენად“ – განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ობამას და პოროშენკოს შეხვედრაზე საუბრისას. პრეზიდენტები უკვე მეორედ საუბრობენ სამიტის კულუარებში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა თურქეთს „ისლამური სახელწმიფოს“ იარაღის ძირითადი მიმწოდებელი უწოდა
შემდეგი სტატიააშშ-ს მთავრობამ ერდოღანის დაცვა გააკრიტიკა