აშშ ბრალს სდებს რუსეთს და სირიის რეჟიმს სამი ადამიანის დაღუპვაში

აშშ დარწმუნებულია, რომ სირიის იდლიბის და ჰამას პროვინციებში განხორციელებული ავიადატყმების უკან დგანან რუსეთი და სირიის სამთავრობიო არმია. ამ ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ სამი სამედიცინო მუშაკი, დაზიანდა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება და სამოქალაქო თავდაცვის ცენტრი.
ავიადარტყმებს ადგილი ჰქონდა ამა წლის 19 და 20 სექტემბერს.
” ეს თავდასხმა ჯდება ნაცნობ სქემაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები და მედმუშაკები, ასევე სამოქალაქო პირები, მსხვერპლნი ხდებიან სირიის რეჟიმის და მისი მოკავშირის – რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად,” – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰიზერ ნოიერტმა.

banner
წინა სტატიაშიხობში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიამოსკოვში კომუნისტური რეჟიმის ბელადთა ხეივანი გაიხსნა