არსენ ავაკოვი: სისხლისღვრას არ ჰქონია ადგილი, თუმცა პროვოკაცია შედგა

ყველამ, ვინც 10 სექტემბერს უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, დოკუმენტების გასაფორმებლად უნდა დაბრუნდნენ “შეგინის” გასაშვებ პუნქტში ან მიმართონ სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურს. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა. Facebook–ის საკუთარ გვერდზე იგი წერს, რომ მან ყველა ღონე იხმარა იმისთვის, რომ უკრაინა– პოლონეთის საზღვარზე არ დაეშვა სისხლისღვრა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული “სპორტული აღნაგობის” მქონე ადამიანი დააკავეს, რომლებიც სპეციალურად ჩამოვიდნენ, მაგრამ “კრაკოვეციდან” “შეგინში”. პოლიციელთა დამატებითი ჯგუფის გაგზავნას არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად არ მომხდარა კონფლიქტის ესკალაცია. “ჩემთვის მთავარი იყო არ მომხდარიყო სისხლისღვრა, თუმცა პროვოკაცია შედგა…საზღვრის გარღვევა – ეს არის ინსტიტუციონალიზმის თვითგანადგურება. ეს არის იმ ფუნდამეტის დასხვრევა, რომელზეც ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას…ახლა მხოლოდ დროის საკითხია როგორ გამოიყენებს ამას რუსი შოვინისტი თუ ევროპელი ნაციონალისტი”, – წერს ავაკოვი.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მარკიან გალაბა: მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას კანონი არ დაურღვევია
შემდეგი სტატიაენმ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს