ენმ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, აღუდგინონ მოქალაქეობა, რათა მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება

„გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს… გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში – პუტინი. ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში,”- ეს განცადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი – ან მოიქცნენ, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც პირადი პატიმრები ჰყავდა, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და უშუალოდ მათ პირად ინტერესებში. მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა, რომელიც დაკვეთილია პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება,”- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარსენ ავაკოვი: სისხლისღვრას არ ჰქონია ადგილი, თუმცა პროვოკაცია შედგა
შემდეგი სტატიაპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეს არის პოლიტიკური თამაში