ადვოკატი მარკიან გალაბა აცხადებს, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას კანონი არ დაურღვევია.
“კანონის დარღვევად არ ითვლება უკრაინის საზღვრის იძულებითი გადაკვეთა პირთა მიერ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე სხვა იძულებითი გარემოებების დროს. ეს არის უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 ნაწილი”, – განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების წინააღმდეგ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს. ამას წინ უძღოდა მესაზღვრეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება, რომლის დროსაც უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, 11 პოლიციელი დაშავდა. ასევე დაშავებულია ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი და 5 მესაზღვრე.