ამერიკელი სენატორები სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსების წესების გამკაცრებას მოითხოვენ

სამმა ამერიკელმა სენატორმა კონგრესში წარადგინა კონონპროექტი სოციალურ ქსელებში პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების გამკაცრების თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება ამერიკული ტელეარხი NBC. კანონპროექტის თანაავტორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკ-კეინი (John Sidney McCain III) და დემოკრატი-სენატორები მარკ უიერნერი (Mark Robert Warner) და ემი ქლობუშარი ( Amy Jean Klobuchar). დოკუმენტი მოითხოვს ინტერნეტ-კომპანიებისგან ინფორმაციის გასაჯაროებას რეკლამის დამკვეთის ვინაობის შესახებ.


“რუსეთის მიერ ჩვენს არჩევნებზე განხორციელებული შეტევის შემდეგ მნიშვნელოვანია ჩვენი დაცვის გაძლიერება, რადგან არსებული კანონმდებლობა არ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს”,- განაცხადა ემი ქლობუშარმა.

შეგახსენებთ, “Facebook Messenger”-ის ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა განაცხადა, რომ რუსეთის აგენტებს შეეძლოთ “Messenger”-ის გამოყენება 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.
“Facebook”-ის ადმინისტრაციამ კი კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს გადასცა 3 ათასი სარეკლამო განცხადება, რომელიც რუსეთმა განათავსა ამ ქსელში სარჩევნო კამპანიის დროს 2016 წელს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტს
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს