გიორგი მღებრიშვილი – პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტს

წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. განცხადება გიორგი მღებრიშვილმა მარნეულში, პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან. დილისთვის ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაამერიკელი სენატორები სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსების წესების გამკაცრებას მოითხოვენ