რამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც ”თაიმერს” აცნობეს ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. რამდენი ტყვია ესროლეს მამაკაცს უცნობია. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. უცნობია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი სენატორები სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსების წესების გამკაცრებას მოითხოვენ
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო – ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა